თორნიკე შენგელიას 29 ქულა იტალიის ჩემპიონატის ფინალში #1TVSPORT

00:39, 13.06.2025

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია საშინაო გამარჯვებით გახსნა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელებმა „ბრეშას“ უმასპინძლეს და 90:87 დაამარცხეს.

მოგება მნიშვნელოვნად განაპირობა თორნიკე შენგელიას კარგმა თამაშმა. მან 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მან 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლებით, ცხადია, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

19 ქულით დაასრულა მატჩი მისმა თანაგუნდელმა მეტ მორგანმა.

იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში, 14 ივნისს გაიმართება.

მსგავსი