თორნიკე შენგელიას 19 ქულა და „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მესამე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. მასა და „მილანს“ შორის სერიაში ანგარიში თანაბარი იყო – 1:1. მესამე შეხვედრა ბოლონიის „ვირტუსმა“ მოიგო (78:68) და 2:1 დაწინაურდა. სერია სამ მოგებამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენგელიას გუნდს ფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს.
გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით თორნიკე შენგელიასა და ისაია კორდინიეს. მათ 19-19 ქულა ჩააგდეს. თოკოს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 25 წუთი, 19 ქულა (12/7 ორქულიანი, 5/5 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი.
21 ქულით მატჩის ბომბარდირი მილანელი ნიკოლა მიროტიჩი გახდა.
სერიის მეოთხე მატჩი ისევ მილანში გაიმართება – 7 ივნისს.