თორნიკე შენგელიას 13 ქულა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 13 ქულა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ევროლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად სერბეთს ესტუმრა და „ცრვენა ზვეზდასთან“ 52:88 დამარცხდა.

თორნიკემ 25 წუთი ითამაშა, 7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულას 3-3 მოხსნა-პასი მიამატა და ამ მაჩვენებლით „ვირტუსის“ ბომბარდირი გახდა. მატჩის სნაიპერი კი მასპინძელი დეიან დავიდოვაცი იყო – 17 ქულა.

ბოლონიელებს 31-დან 7  მატჩი აქვთ მოგებული და ევროლიგაზე მე-17 ადგილზე არიან.