თორნიკე შენგელიას 12 ქულა და 10 მოხსნა ბერლინში  #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 12 ქულა და 10 მოხსნა ბერლინში  #1TVSPORT

თორნიკე შენგელია ცსკა-ს გერმანულ „ალბასთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. მოსკოვურმა გუნდმა ევროლიგაზე მეათე მატჩი მოიგო – 93:90.

შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როდესაც ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა (82:82), თორნიკემ ჩვეული დრიბლინგით ორქულიანი ჩააგდო, ერთ წუთში კიდევ ერთი ორიანი მიაყოლა და მისი გუნდი 89:84 დაწინაურდა. დარჩენილ დროში გერმანელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს.

შენგელიამ 24 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. მისმა თანაგუნდელმა, გერმანელმა იოჰან ვოიტმანმა 16 ქულა ჩააგდო. „ალბადან“ შეუჩერებელი იყო მაოდო ლო – 26 ქულა.

„სადაო გდებიდან დაწყებული, ბოლო წამებამდე მძიმე თამაში იყო. „ალბამ“ კარგად ითამაშა, ჩვენს აგრესუას აგრესიითვე უპასუხა. თუმცა, მჯერა – დღეს ჩვენ უკეთესები ვიყავით“, – ასეთი იყო თორნიკე შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

ცსკა-ს 10 მოგება, 6 წაგება აქვს და სამ გუნდთან ერთად მეოთხე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს. მომდევნო მატჩს ვითიბი ლიგაზე პოლონურ „ზელონა გორასთან“ გამართავს (20 დეკემბერს).