თორნიკე შენგელიამ „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიამ ბოლო წუთზე ურთულესი ორქულიანი ჩააგდო და „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გაიყვანა.

მეოთხედფინალურ სერიაში ბოლონიური გუნდი „ვენეციას“ დაუპირისპირდა. ოთხი მატჩის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 2:2. გადამწყვეტი შეხვედრა ბოლონიაში დაინიშნა. ისიც მძიმე გამოდგა – სირენამდე 3 წუთით ადრე ვენეციელები ხუთი ქულით იგებდნენ, თუმცა ჯერ ჰაკეტმა ჩააგდო სამქულიანი, ხოლო სირენამდე 47 წამით ადრე შენგელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 86:84.

თორნიკეს ტრავმა აქვს და მხოლოდ 3 წუთი ითამაშა, ისიც მატჩის ბოლოს, როცა გამარჯვებულის ბედი წყდებოდა. ამ მოკლე დროში მან 7 ქულა და 1 პასი მოაგროვა.

ჰაკეტმა მატჩი 21 ქულით დაასრულა.

„ვირტუსი“ ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება.