თორნიკე შენგელიამ „ტრენტინოსთან“ 15 ქულა ჩააგდო – „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში მესამე მატჩი მოიგო #1TVSPORT
BRESCIA, ITALY - SEPTEMBER 23: Tornike Shengelia #21 of Virtus Segafredo Bologna during the LBA FrecciaRossa Supercup 2023 Semifinal match between EA7 Emporio Armani Milano and Virtus Segafredo Bologna at PalaLeonessa A2A on September 23, 2023 in Brescia, Italy. (Photo by Roberto Finizio/Getty Images)
იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელიც „ტრენტინოს“ ესტუმრა და 90:75 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში შედეგიანად გაისარჯა: 15 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. 16 ქულით მატჩის ბომბარდირი „ვირტუსის“ ამერიკელი ფორვარდი ისაია კორდინიე გახდა.
ბოლონიელები მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს ევროლიგაზე გერმანული „ალბას“ წინააღმდეგ გამართავენ.