თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა - „ვირტუსმა“ ევროლიგაზე მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა - „ვირტუსმა“ ევროლიგაზე მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

20-დღიანი და 5-მატჩიანი შესვენების შემდეგ თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსს“ დაუბრუნდა და ევროლიგაზე სერბული „პარტიზანის“ ძლევაში თავისი წვლილი შეიტანა. ჟელკო ობრადოვიჩის გუნდმა იტალიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკეთ „ვირტუსმა“ ითამაშა და 88:84 გაიმარჯვა.

შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია. ბოლონიელთა წარმატებაში 20-20-ქულიანი წვლილი შეიტანეს იფე ლუნდბერგმა და მარკო ბელინელიმ.

23 თებერვალს ქალაქ ნესტვედში ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ ლუნდბერგი და შენგელია წარდგებიან. იფე დანიის ნაკრების ღირსებას იცავს, საქართველოს ნაკრები კი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს სწორედ დანიასთან მატჩით გახსნის.

„ვირტუსს“ ევროლიგაზე 16 მოგება, 9 წაგება აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება.