თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შასრულა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ, რომელიც „ვირტუს ბოლონიას“ სტუმრად „ტრევიზოს“ დამარცხებაში დაეხმარა – 80:74.
შენგელიამ 35 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 37 ჰქონდა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.
„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 18 მოგება, 7 წაგება აქვს და კიდევ ორ გუნდთან („ტრაპანი“ და „ბრეშა“) პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.