თორნიკე შენგელიამ ევროლიგის სუპერთასზე „რეალთან“ 11 ქულა მოაგროვა #1TVSPORT

23:59, 18.09.2026

აბუ დაბიში მიმდინარეობს ევროლიგის სუპერთასის გათამაშება, რომელშიც თორნიკე შენგელიას „დუბაიც“ მონაწილეობს.

ნახევარფინალში მისი მეტოქე მადრიდის „რეალი“ იყო. მეტად საინტერესო მატჩის ძირითადი დრო 88:88 დასრულდა, დამატებითში კი ესპანელებმა იმარჯვეს (98:95) და ფინალში ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მადრიდელებთან მისი მონაგარი 25 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი. „რეალის“ გამარჯვება კი ტავარეშისა და კავუვუ-კაბაროს 20-20-მა ქულამ.

მსგავსი