წლევანდელ სეზონში ევროლიგაზე გამოსვლა დაასრულა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელიც „ბარსელონას“ ესტუმრა და 87:91 დამარცხდა.
თორნიკე თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, ყველაზე მეტი, 17 ქულა ჩააგდო. ამის გარდა მან 28 წუთში ბურთი ერთხელ მოხსნა და 2 ჩაჭრა შეასრულა.
20 ქულით მატჩის ბომბარდირი ბარსელონელი კევინ პანტერი გახდა.
„ვირტუსმა“ ევროლიგის 2025-25 წლების სეზონი 9 მოგებითა და 25 მარცხით მეჩვიდმეტე ადგილზე დაასრულა.