თორნიკე შენგელია ტრავმის გამო „ვალენსიასთან“ ევროლიგის მატჩს გამოტოვებს
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ვითიბი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში პოლონური „ზელენა გორას“ წინააღმდეგ, მეოთხე მეოთხედში, მუხლის ტრავმა მიიღო და ამ მიზეზით გუნდთან ერთად ვერ გაფრინდა ვალენსაში გასამართი მატჩისთვის.
თორნიკემ გამოკვლევა GMS Clinic-ში ჩაიტარა და სარეაბილიტაციო თერაპიული კურსის გავლა მოუწევს. მისი მოდანზე დაბრუნებაც ამ კურსის შედეგებიდან გამომდინარე, მუხლის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
ქართველი ქომაგისთვის ცსკა-ს მატჩებზე მნიშვნელოვანი, თებერვალში საქართველოს ნაკრების მიერ ჩასატარებელი ევრობასკეტის შესარჩევი მატჩებია, მოგეხსენებათ, მორიგ „ბაბლს“ თბილისი მასპინძლობს და ჩვენს ეროვნულ გუნდს სპორტის სასახლეში 19 თებერვალს სერბეთთან, ხოლო 21-ში ფინეთთან უწევს თამაში.
შეძლებს თუ ვერა შენგელია ნაკრების ამ მატჩებში მონაწილეობას, მოგვიანებით გაირკვევა.