თორნიკე შენგელია - თანაგუნდელებმა გიორგი შერმადინთან ვისაუბრეთ და ის ნოემბრის მატჩებში ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - თანაგუნდელებმა გიორგი შერმადინთან ვისაუბრეთ და ის ნოემბრის მატჩებში ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კვიპროსთან მატჩის შემდეგ უშუალოდ თამაშიც შეაფასა, მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა და ერთი მეტად სასიამოვნო ამბავი გააჟღერა.

„გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებში, 20 წელია, თამაშობს. მას და მის გადაწყვეტილებას ძალიან ვაფასებთ. სანაკრებო კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მინდა, სიახლე გავაჟღერო – თანაგუნდელებმა მასთან ვისაუბრეთ და გიორგი ნაკრებს ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც დაეხმარება. მას საქართველოს ნაკრებში 197 მატჩი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ევრობასკეტზე ასცდეს 200-მატჩიან ნიშნულს“.

კვიპროსთან შეხვედრაზე:

„კვიპროსის ნაკრები სწრაფი, მებრძოლი გუნდია. ჩვენი ამოცანა იყო, თავიდანვე მოგვეპოვებინა უპირატესობა, რომ მეტოქეს თავდაჯერება არ ეგრძნო. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ქომაგობისთვის“.

ბოსნიასთან გადამწყვეტი მატჩი 4 სექტემბერსაა:

„საბერძნეთს აქამდე წაგება არ ჰქონდა და ბოსნიასთან დამარცხდა. ასეთ გუნდთან გამარჯვება იოლი არ არის. ვნახეთ, როგორ თამაშობს ბოსნია-ჰერცეგოვინა და ვეცდებით, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ მასთან მატჩს. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ორივე გუნდისთვის“.