თორნიკე შენგელია - საოცარი გრძნობაა, ევრობასკეტზე მეექვსედ გავედით #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიის ძლევით ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა. ჩვენი გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ეს წარმატება მთელ საქართველოს მიულოცა:
„გილოცავთ, საქართველო მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. დანია ძალიან ორგანიზებული გუნდი იყო და გამარჯვება იოლად არ მოსულა, თუმცა ერთობლივი შრომით მონდომებითა და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრის მხარში დგომით დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
საოცარი გრძნობაა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო ძლიერი გუნდი იქნება“.
შენგელიას ოთხი ევრობასკეტი აქვს ნათამაშები, 2022 წელს თბილისური ჩემპიონატი მან ტრავმის გამო გამოტოვა.