თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას იტალიის კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. მიზეზი „ნაპოლი“-„ვირტუსის“ მატჩში მომხდარი ინციდენტი იყო.
ნაპოლელთა ამერიკელთა ლეგიონერმა, ენდრიუ ვოლდეტენსემ ქართველი ფორვარდის პროვოცირება სცადა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მსაჯებმა შენგელია მატჩიდან გააძევეს.
ამ ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტმა გუშინ იმსჯელა და შენგელიას მომდევნო მატჩის („ვირტუსი“-„ტრიესტე“) გამოტოვება მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისთან“ „ვირტუსი“ 88:93 დამარცხდა.