თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის „დინამოს“ წარმატება მიულოცა
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის „დინამოს“ წარმატება მიულოცა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა. ბათუმის „დინამომ“, რომელიც ლიგაში წელს დაბრუნდა, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
 
გუნდს გამარჯვება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა:
„ვულოცავ „დინამო ბათუმს“ ვიცე-ჩემპიონობას! მადლობა „დინამოს“ თითოეულ ფეხბურთელს, გულშემატკივარს, მწვრთნელს. წარმატებულმა სეზონმა, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებამ, კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმის წინაპირობა შექმნა. მჯერა, რომ ახალ სტადიონზე, ახალი შემართებით, მრავალ წარმატებას მივაღწევთ!“ – წერია თორნიკე რიჟვაძის მილოცვაში.