თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ძალებში არ არის დარწმუნებული და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს
თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ძალებში არ არის დარწმუნებული და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, მე-16 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე თორნიკე რიჟვაძის მისვლას ხმაური მოჰყვა. როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა წარმომადგენელმა პრეტენზია გამოთქვა მედიასთან დაკავშირებით და აცხადებდნენ, რომ გადაღებისას მედიის ობიექტივში სამაგიდო სიები ხვდებოდა.

აღნიშნული შემთხვევა შეაფასა თავად თორნიკე რიჟვაძემ და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამარჯვებაში აღარ არიან დარწმუნებული, რის გამოც ამგვარ ქმედებებს მიმართავენ.

„როცა საკუთარ ძალებში აღარ ხარ დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ეს არის განწირული ქმედებები, რომელსაც ახორციელებს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ესეც არის ინდიკატორი, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი მშვიდი, თავისუფალი ქალაქისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.