თორნიკე ოქრიაშვილი - შანსები 50/50-ზეა, რომ „ანორთოსისში“ დავრჩე #1TVSPORT
კვიპროსის თასის ფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისის“ გამარჯვების შემდეგ, თორნიკე ოქრიაშვილმა კომენტარი LarnakaSports-თან გააკეთა და პასუხი კლუბთან დაკავშირებულ გეგმებზეც გასცა.
მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებში თორნიკე ოქრიაშვილმა „ოლიმპიაკოსთან“ ფინალის მოგების შემდეგ, ემოციები არ დამალა.
„ამ თამაშმა ძალიან დიდი ენერგია წამართვა და დაღლილი ვარ, მაგრამ გამარჯვებამ ძალიან გაგვაბედნიერა. ამ წარმატებას იმსახურებენ ჩვენი ფანები, ჩვენი მწვრთნელი და მთელი გუნდი! საერთოდ, ჩვენ ამას ვიმსახურებდით და თასი დამსახურებულად მოვიპოვეთ“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.
საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ფეხბურთელს ჰკითხეს, დარჩება თუ არა შემდეგ სეზონზე „ანორთოსისში“, რაზეც ოქრიაშვილმა თქვა: „ამის შანსი 50/50-ზეა. ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მალე გადაწყდება, სად ვითამაშებ!“