თორნიკე ჯალაღონია მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
თორნიკე ჯალაღონია მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ცნობილმა სარაგბო პორტალმა RugbyPass-მა ტურნირის სიმბოლური ნაკრები დასახელდა. ტურნირის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის ქართველი მორაგბეც დასახელდა. საუკეთესო 6 ნომრად სწორედ „უმცროსი ბორჯღალოსნების“ ვიცე-კაპიტანი თორნიკე ჯალაღონია აღიარეს.

20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯალაღონიამ 70 ბოჭვა შეასრულა და მის ანგარიშზე ორი გატანილი ლელოა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მესამე ხაზელი მსოფლიო თასის მეორე ტურის საუკეთესო დამცველადაც დაასახელეს.

საქართველოს 20 წლამდე ნაკრებისა და გორის „ჯიქის“ მორაგბე ახალი სეზონიდან ფრანგული „ბიარიცის“ ღირსებას დაიცავს. ჯალაღონიამ ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.