19 ივლისს, 21:00 საათზე, ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.
ხუთი ტურის შემდეგ „დილა“ ჩემპიონატს 11 ქულით ლიდერობს, მას ორი ქულით თბილისელები ჩამორჩებიან და ამ შეხვედრას დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.
მატჩის მნიშვნელობაზე „დილას“ ერთ-ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ, თორნიკე გორგიაშვილმა ისაუბრა.
„მატჩამდე გუნდში ძალიან კარგი გარემოა, განწყობის ცხრილში არსებული პოზიციაც ამაღლებას. თუმცა მეტოქის რანგი და ძალა კარგად გვაქვს ვიცით და მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით, ვეცდებით გავიმარჯვოთ და ლიდერობა შევინარჩუნოთ. ახლა იწყება სწორედ ის პერიოდი, როდესაც ჩემპიონატის ფავორიტებთან მოგვიწევს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ადვილი მატჩები არ გველის, თუმცა მაინც მგონია, რომ ჩვენს გუნდს შესწევს ძალა რთული კალენდარი შედეგიანად გაიაროს და ლიდერის პოზიცია არ დათმოს. პირადად მე 100%-ით მოტივირებული ვარ და თუ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავალ, გუნდის დასახმარებლად და შედეგის მისაღწევად სრულად დავიხარჯები,“ – ამბობს თორნიკე გორგიაშვილი.