თორნიკე ფოლადიშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღე ოთხი ქართველი – გიორგი ჯაბნიაშვილი (81კგ), აკაკი ჯაფარიძე, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე 90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც წარმატებულ გამოსვლას მხოლოდ თორნიკე ფოლადიშვილი განაგრძობს.
ახალგაზრდა ქართველმა ორი შეხვედრა მოიგო და ტურნირის მეოთხედფინალშია, სადაც ფრანგ მიტროვიჩს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.