თორნიკე ფოლადიშვილი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
თორნიკე ფოლადიშვილი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი – გიორგი ჯაბნიაშვილი (81კგ), აკაკი ჯაფარიძე, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე 90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ფინალურ ბლოკში მხოლოდ თორნიკე ფოლადიშვილს ვიხილავთ.

ახალგაზრდა ქართველი მეოთხედფინალში ფრანგ მიტროვიჩთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც გერმანელი მეტოქე დაამარცხა. ფოლადიშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის რუმინელ გრეტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.