თორნიკე ახვლედიანი კარიერას თბილისის „იბერიაში“ გააგრძელებს #1TVSPORT
თორნიკე ახვლედიანი „იბერიაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ახვლედიანმა პროფესიული კარიერის საწყისი წლები ესპანეთში გაატარა და „დეპორტივო ალავესის“ სარეზერვო გუნდში გამოდიოდა, თუმცა საქართველოში დაბრუნება მოუხდა.
თავიდან „ზესტაფონში“ თამაშობდა. მერე იყო „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“, „სამტრედია“ და „გაგრა“, ბოლოს კი „თელავის“ ღირსებას იცავდა.
ჯერ უცნობია, მოესწრება თუ არა 25 წლის თავდამსხმელის დამატება კონფერენს ლიგის განაცხადში, სადაც „იბერია“ თურქულ „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ქართულ და თურქულ გუნდებს შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.