Topmercato – დავითაშვილის ტრანსფერი ვერ განხორციელდა „სენტ-ეტიენის“ გამო, რომელმაც სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო #1TVSPORT
ცნობილი ევროპული კლუბები ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერში 10-დან 15 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ ქართველი თავდამსხმელი არ გაუშვა – Geoteam-ის ინფორმაცია ფრანგულ მედიაშიც დაადასტურეს.
„„სენტ-ეტიენის“ შეტევის ორი ვარსკვლავიდან, რომელთა ტრანსფერებიდანაც გუნდი დიდ ფულს ელოდა, მხოლოდ ლუკას სტასინმა ჩაალაგა ბარგი და „სევილიაში“ იჯარით გადავიდა. ზურიკო დავითაშვილმა კი შესაფერისი გუნდი ვერ იპოვა.
„სენტ-ეტიენმა“ მის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო მოითხოვა, რადგან ძალიან წარმატებული 2025-26 წლების სეზონის შემდეგ ლიგა 2-ის წლის მოთამაშედ დაასახელეს. მაგრამ მისი ტრანსფერი ვერ განხორციელდა – „სენტ-ეტიენის“ გამო, რომელმაც სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო და ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა.
2024 წლის ზაფხულში „სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილი 6 მილიონ ევროდ შეიძინა. სულ მცირე, ოთხი გუნდი მზად იყო ქართველის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადაეხადა – იტალიური „ატალანტა“, ესპანეთის „სევილია“, თურქეთის „ბეშიქთაში“ და საბერძნეთის „ოლიმპიაკოსი“. მაგრამ ფრანგებთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ“, – წერს გამოცემა Topmercato.