ტოპ-გუნდების თავდამსხმელთა გვერდით - კვარაცხელია ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირებშია – დასრულებული ტურნირის შედეგად სტატისტიკა ცნობილია და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ცნობილ ვარსკვლავებს გადაასწრო.
ხვიჩა კვარაცხელიამ სულ შესარჩევ ციკლში ჩატარებულ შეხვედრებში 4 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენივეა ჯგუფის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ფერან ტორესის და მეორე ადგილზე გასული შვედეთის ეროვნული გუნდისა და „რეალ სოსიედადის“ მეგოლის, ალეკსანდერ ისაკის ანგარიშზე.
B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირები
ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო – 4
ალეკსანდერ ისაკი, შვედეთი – 4
ფერან ტორესი, ესპანეთი – 4
ანასტასიოს ბაკასეტასი, საბერძნეთი – 3
ვედატ მურიკი, კოსოვო – 3
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა, მათგან 4 ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ამავე დროს, 20 წლის ქართველი შემტევი ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა მსოფლიო B ჯგუფის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც შეფასებით სამეულშია.