ტოპ-გუნდების თავდამსხმელთა გვერდით - კვარაცხელია ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
ტოპ-გუნდების თავდამსხმელთა გვერდით - კვარაცხელია ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირებშია – დასრულებული ტურნირის შედეგად სტატისტიკა ცნობილია და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ცნობილ ვარსკვლავებს გადაასწრო.

ხვიჩა კვარაცხელიამ სულ შესარჩევ ციკლში ჩატარებულ შეხვედრებში 4 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენივეა ჯგუფის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ფერან ტორესის და მეორე ადგილზე გასული შვედეთის ეროვნული გუნდისა და „რეალ სოსიედადისმეგოლის, ალეკსანდერ ისაკის ანგარიშზე.

 

B ჯგუფის საუკეთესო ბომბარდირები

ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო – 4

ალეკსანდერ ისაკი, შვედეთი – 4

ფერან ტორესი, ესპანეთი – 4

ანასტასიოს ბაკასეტასი, საბერძნეთი – 3

ვედატ მურიკი, კოსოვო – 3

 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა, მათგან 4 ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ამავე დროს, 20 წლის ქართველი შემტევი ცნობილმა საერთაშორისო პორტალმა whoscored-მა მსოფლიო B ჯგუფის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც შეფასებით სამეულშია.