მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა მიმდინარე წლის სექტემბრამდე სპორტული ღონისძიების გამართვა აკრძალა, საფრანგეთის „ტოპ 14“-ის სეზონი გაუქმებულად გამოცხადდა.
საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონი აგვისტოში უნდა განახლებულიყო. სავარაუდოდ, წლევანდელ სეზონში „ტოპ 14“-ში არავინ დაწინაურდება, ან დაქვეითდება.
„ტოპ 14“ წელს მე-17 ტურის ჩათვლით ჩატარდა და კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. პლეი-ოფის მატჩებამდე ცხრა ტური რჩებოდა. ცხრილში პირველ ადგილს 61 ქულით „ბორდო“ იკავებდა. მოქმედი ჩემპიონი „ტულუზა“ 40 ქულით მეშვიდეზე იყო.