მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ტრავმის შემდეგ სრულად აღდგენა მოახერხა. გერმანელმა ფეხბურთელმა განაახლა საერთო ჯგუფთან ერთად სავარჯიშო პროცესი.
შეგახსენებთ, რომ 2021-22 წლების სეზონის წინ, კროოსს ლობალგიის (საზარდულში ქრონიკული ტკივილის სინდრომი) დიაგნოზი დაუსვეს.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა კროოსი 25 სექტემბერს ლა ლიგას მეექვსე ტურში. „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიღებს „ვილიარეალს“.