ტონი კროოსი შეიძლება მწვრთნელი გახდეს - ყოფილი ნახევარმცველი კურსებზე ჩაეწერა #1TVSPORT
ტონი კროოსი შეიძლება მწვრთნელი გახდეს - ყოფილი ნახევარმცველი კურსებზე ჩაეწერა #1TVSPORT

„რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი ტონი კროოსი უეფას B კატეგორიის საფეხბურთო კურსებზე ჩაეწერა.

როგორც გამოცემა Relevo იტყობინება, გერმანელი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ მწვრთნელი გახდება, მაგრამ მან სამწვრთნელო კურსის გავლა გადაწყვიტა, თუ ერთხელ მომავალში ამ პროფესიით დაინტერესდება.

კურსები „რეალის“ მხარდაჭერით იმართება.

ტონი კროოსმა კარიერის დასრულების შესახებ ევრო 2024-ის შემდეგ გამოაცხადა. „რეალის“ შემადგენლობაში ნახევარმცველი 2014-24 წლებში თამაშობდა.