მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაზიანება მიიღო.
„ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს“, – წერია ესპანეთის ჩემპიონის პრესსამსახურის განცხადებაში.
გაზეთ „მარკას“ მონაცემებით, გერმანელი მინდორზე 10-14 დღის შემდეგ დაბრუნდება. ასე რომ, ის გამოტოვებს „რეალის“ ორ მომდევნო მატჩს „ვალიადოლიდისა“ და „ლევანტეს“ წინააღმდეგ.