„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი ჟურნალ „ათლეტიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. გერმანელი მიიჩნევს, რომ „ბაიერნში“ მუშაობისას ესპანელმა სპეციალისტმა საკვანძო როლი ითამაშა გერმანულ ფეხბურთში.
„მან ყველას აუხილა თვალები და აჩვენა, რომ კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა და ბევრი მწვრთნელი მოდიოდა ჩვენთან ბაზაზე, რომ ვარჯიშებს დასწრებოდა და ენახა, როგორ მუშაობდა გვარდიოლა, შემდეგ კი სულ ამ თემაზე საუბრობდნენ. ნახევარდაცვა ყოველთვის მისი პრიორიტეტი იყო“, – ამბობს კროოსი. – „მიუნხენში ბევრი გეტყვით, რომ ასეთი კარგი მწვრთნელი „ბაიერნს“ არ ჰყოლია. არადა, გუნდს მართლაც დიდი მწვრთნელები ჰყავდა. მე კარიერის მადრიდში დასრულება მინდა. ამიტომ, ეჭვი მეპარება, კიდევ ოდესმე მოვხვდე მის გუნდში. თუმცა, მე ძალიან მომეწონა მასთან ერთად მუშაობა“.
ტონი კროოსმა „ბაიერნში“ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ერთი სეზონი გაატარა, 2014 წელს კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, ესპანელმა სპეციალისტმა კი გერმანულ გუნდში მუშაობა 2016 წელს დაასრულა და „მანჩესტერ სიტისთან“ გააფორმა კონტრაქტი.