ტონი ფერგიუსონი ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური და უცნაური საქციელით. როგორც ცნობილია დღეს UFC 249 უნდა გამართულიყო. თუმცა ორგანიზაციამ ღონისძიება პანდემიის გართულების გამო გადადო. დანა ვაიტის განცხადებით ბრძოლები 9 მაისს აუცილებლად შედგება. მათ შორის ტონი ფერგიუსონისა და ჯასტინ გეტჯის დაპირისპირებაც ამ დღეს არის ჩანიშნული.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, როდესაც ორგანიზაციამ ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, „ელ კუკუიმ“ საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა. ტონიმ გადაწყვიტა ბრძოლისთვის საჭირო წონის დაფიქსირება, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება დღეს არ შედგება. ფერგიუსონმა სოციალურ ქსელში წონის დაფიქსირების ფოტოები გამოაქვეყნა.