ტონი ფერგიუსონი 9 მაისის ღონისძიებას გამოეხმაურა
ტონი ფერგიუსონი 9 მაისის ღონისძიებას გამოეხმაურა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ხელმძღვანელობა შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს აიმედებს, რომ 9 მაისს UFC-ის ღონისძიება აუცილებლად შედგება.

მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ტიტულის ყოფილი მფლობელი ტონი ფერგიუსონი ჯასტინ გეიჯის თავდაპირველად 18 აპრილს უნდა შებრძოლებოდა, თუმცა აღნიშნული ქარდი კორონავირუსის პანდემიის გართულების გამო გადაიდო. დანა ვაიტის განცხადებით, 9 მაისს გულშემატკივარი ბრძოლებს აუცილებლად იხილავს. თანაც ქარდი საკმაოდ შთამბეჭდავათ გამოიყურება.

ტონი ფერგიუსონი აღნიშნულ სიახლეს საკუთარ ტვიტერის გვერდზე ტრადიციულად საკმაოდ უცნაური პოსტით გამოეხმაურა. ფაქტია, რომ „ელ კუკუი” კმაყოფილია, რომ მისი და გეიჯის ბრძოლა შედგება.

შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონს UFC-ში ბოლო 12 ბრძოლიდან 12-ივე აქვს მოგებული. უკანასკნელი დაპირისპირება მანდ დონალდ სერონესთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ფერგიუსონისა და გეიჯის ბრძოლის გარდა 9 მაისს გულშემატკივარი კიდევ ორ სატიტულო ბრძოლას იხილავს. ქვემსუბუქი (bantamweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჰენრი სეხუდო ტიტულის დაცვას დომინიკ კრუზთან შეეცდება. კიდევ ერთი ქამრისთვის ბრძოლა ამანდა ნუნესსა და ფელიცია სპენსერს შორის ჩატარდება.