თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

თომას ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2028  წლის ბოლომდე დარჩება – გერმანელ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე ინფორმაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ტუხელი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელად 2025 წლის იანვარში დაინიშნა, თავიდან კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა, ახლა კი ორი წლით გახანგრძლივდა.

გერმანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩვი ეტაპი რვიდან რვა მოგებით დაასრულა (გოლი არ გაუშვია) და მუნდიალის საგზური მოიპოვა. სულ კი ტუხელის მწვრთნელობისას „სამმა ლომმა“ ათიდან ცხრა თამაში მოიგო.

ტუხელი კარიერის განმავლობაში „მაინცში“, „დორტმუნდში“, „პარი სენ-ჟერმენში“, „ჩელსისა“ და „ბაიერნში“ მუშობდა.