ტომას ტუხელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან
ტომას ტუხელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან

ფრანგული პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელით – ტომას ტუხელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუსი ინტერესდებიან, – იტყობინება „ლე10სპორტი“ (Le10Sport).

ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სეზონის დასაწყისში ნაჩვენები შედეგებით. შესაბამისად, ოლე გუნარ სოლსკიაერის და ერნესტო ვალვერდეს თანამდებობები საფრთხის ქვეშაა.

ესპანეთის ჩემპიონატში, ერნესტო ვალვერდეს გუნდი შვიდი ქულით სატურნირო ცხრილის მერვე ადგილს იკავებს, ხოლო ოლე გუნარის „მანჩესტერ იუნაიტედი“ რვა ქულით მერვე ადგილზეა.