თომას ტუხელი - ვიცოდი, რომ პირველი გოლი მატჩის ბედს გადაწყვეტდა
თომას ტუხელი - ვიცოდი, რომ პირველი გოლი მატჩის ბედს გადაწყვეტდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავიღეთ,- მოჰყავს პარიზელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს. – თავიდანვე ვიცოდი, რომ პირველივე გოლი მატჩის ბედს გადაწყვეტდა. ასეც მოხდა – ორი სუპერგუნდის დაპირისპირებაში მთავარი როლი ერთადერთმა გოლმა ითამაშა.

ჩემმა გუნდმა ისეთი ხასიათი აჩვენა, რომ ამაყი ვარ, მეტს მწვრთნელი ვერაფერს მოითხოვს. დიახ, მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არც ისე მძაფრად. გოლი – ეს იყო ერთადერთი, რაც ამ თამაშში დაგვაკლდა. საგოლე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ბურთო მეტოქემ გაიტანა. დარწმუნებული ვარ, პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, ჩვენ გავიმარჯვებდით ამავე მინიმალური ანგარიშით – 1:0.

პსჟ-მ აჩვენა ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის არის საჭირო, მაგრამ მსგავს ტურნირებში ყველაფერს იღბალი წყვეტს და ასეთ დროს ვერავის გაამტყუნებ“, – აცხადებს თომას ტუხელი.