თომას ტუხელი - როგორ უნდა დაგეგმო ვარჯიშები, როცა გამუდმებით სხვადასხვა თარიღს ასახელებენ
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი უკმაყოფილოა, რომ საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ჩატარების თარიღები ხშირად იცვლება და ვარჯიშების დაგეგმვას ვერ ახერხებს.
„კონკრეტულ თარიღს არავინ გვეუბნება, – ციტირებს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Marca. – ზოგჯერ 6 აგვისტოს ასახელებენ, ზოგჯერ 12 აგვისტოს და ა.შ. არავინ იცის, რომელი მატჩი ჩატარდება პირველად.
ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია, რამე დაგეგმო, როცა ყოველდღე საკუთარ ნათქვამს ცვლიან“, – აცხადებს თომას ტუხელი.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის განახლების კონკრეტულ თარიღს, 17 ივნისს, უეფა-ს სხდომაზე დაასახელებენ.