ტომას ტუხელი – „პსჟ“ წაგებას არ იმსახურებდა
LIVERPOOL, ENGLAND - SEPTEMBER 18: Thomas Tuchel manager of Paris Saint-Germain gives his team instructions during the Group C match of the UEFA Champions League between Liverpool and Paris Saint-Germain at Anfield on September 18, 2018 in Liverpool, United Kingdom. (Photo by Michael Regan/Getty Images)
„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გუშინდელ მატჩთთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში მისი გუნდი „ლივერპულთან“, „ენფილდზე“, ანგარიშით 3-2 დამარცხდა.
„ჩვენ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, რომელშიც„ლივერპული“ ორბურთიან უპირატესობას არ იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, არ დავნებდით და ვთამაშობდით თამამად. მეორე ტაიმში ადვილად ვკარგავდით ბურთს. ბოლოსკენ ძალზედ გაგვიჭირდა, მაგრამ წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩვენ უფრო უფრო აგრესიულად უნდა წავსულიყავით შეტევებში, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ პირველი თამაში იყო. სამი ფორვარდით უკეთ უნდა ვითამაშოთ, რათა ესეთ დაძაბულ თამაშებში ჩვენთვის სასურველი შედეგი ვანახოთ. მჯერა, რომ ბიჭები მოუმატებენ. მბაპეს ყველა შანსი აქვს მომატების, ისევე როგორც ნეიმარს, რომელიც ყოველთვის სახიფათოა. დღეს ბრაზილიელს არ ქონდა ადვილი თამაში, მაგრამ ის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს მოედანზე და მე მისი მჯერა,“ – განაცხადა პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ „პსჟ“-ს ენფილდზე უმასპინძლა და მეტოქე შეხვედრის ბოლო წუთზე ფირმინიოს მიერ გატანილი გოლით დაამარცხა.