თომას ტუხელი - პსჟ თავისი სტილის ერთგული დარჩა
თომას ტუხელი - პსჟ თავისი სტილის ერთგული დარჩა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა შეაფასა თავისი გუნდის თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლაიპციგის“ წინააღმდეგ. პარიზულმა კლუბმა 3:0 მოიგო და თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ამ ტურნირის ფინალში.

„საკუთარი სათამაშო სტილის ერთგულები დავრჩით. როცა შესაძლებელი იყო, ვცდილობდით გაგვეკონტროლებინა თავისუფალი ზონები და არ დაგვეშვა მათი კონტრშეტევები. ასევე ვიყენებდით დი მარიას, მბაპესა და ნეიმარის აჩქარებებს.

ჩვენ არ ჩაგვიტარებია დიდი ტაქტიკური ცვლილებები. რა თქმა უნდა, ყველა მეტოქის თამაშის სტილს ვითვალისწინებთ, მაგრამ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საკუთარი ძალა. და მოთამაშეებმა ისევ დაგვანახეს მოგებებისადმი წყურვილი. ისინი ერთად თამაშობდნენ“, – თქვა ტუხელმა.