ტომას ტუხელი - ნეიმარი სათამაშოდ მზად არის, თუმცა მოედანზე ვერ გავა
ტომას ტუხელი - ნეიმარი სათამაშოდ მზად არის, თუმცა მოედანზე ვერ გავა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ნეიმარი მოედანზე გასასვლელად მზად არის, თუმცა შემადგენლობაში ვერ მოხვდება მანამ, სანამ მისი მომავალი არ გაირკვევა. 27 წლის ბრაზილიელს წინასასეზონო სამზადისში მონაწილეობა არ მიუღია, პარალელურად კი არ წყდება ხმები მისი „რეალ მადრიდში“ ან „ბასელონაში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე.

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩის წინ, რომელშიც პარიზელები შინ „ტულუზს“ ხვდებიან, ტუხელმა ნეიმარის გარშემო შექმნილ სიტუაციას ნათელი მოჰფინა.

„ნეიმარი ახლა უკეთეს ფორმაშია. მას კარგი კვირა ჰქონდა თავის თანაგუნდელებთან ერთად, ბევრი იმუშავა და მენტალურადაც მზად არის. მიუხედავად ამისა, კლუბის პოზიცია უცვლელია: სანამ მისი მომავალი არ გაირკვევა, ის მოედანზე ვერ გავა“, – განაცხადა ტუხელმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბარსელონამ“ პარიზულ კლუბს 190-მილიონიანი შეთანხმება შესთავაზა, რომელშიც, გარდა თანხისა, ნეიმარის სანაცვლოდ უსმან დემბელესაც სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბრაზილიელი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 222 მილიონ ევროდ გაიყიდა.

მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ტულუზს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.