ტომას ტუხელი - კლოპი არაჩვეულებრივი მწვრთნელია
ტომას ტუხელი - კლოპი არაჩვეულებრივი მწვრთნელია

კლოპი არაჩვეულებრივი მწვრთნელია, მისი გუნდი კი მანქანასავითაა – ამბობს პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი. იგი ასევე თვლის, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურის მატჩში „ლივერპულს“ დაამარცხებს. 45 წლის სპეციალისტი იურგენ კლოპის გუნდს მაღალ შეფასებას აძლევს: – „მე საერთოდ არ მაკვირვებს „ლივერპულის“ ასეთი გამოსვლა – ციტირებს ტუხელს AS-იკლოპი ბრწყინვალედ მუშაობს, ის არაჩვეულებრივი მწვრთნელია. ბოლო 3.5 წელიწადში მან გუნდის მხოლოდ ერთი საკვანძო მოთამაშე -ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო დაკარგა და ბევრი ფული დახარჯა. კლოპმა დიდი სამუშაო ჩაატარა,ამიტომაც მისი კლუბი გავს მანქანას, რომელიც ყოველ სამ დღეში თამაშობს.“

ოთხი ტურის შემდეგ პსჟ, „ნაპოლის“ და „ლივერპულს“ ერთი ქულით ჩამორჩება.