პარიზში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა და ყველასთვის მოულოდნელად, მანჩესტერ იუნაიტედმა პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა. თომას ტუხელი მიღებული შედეგით გაოგნებულია. მისი განცხადებით, იუნაიტედს შანსები საერთოდ არ ჰქონია და შესაბამისად ამ შედეგს ლოგიკური ახსნა არ აქვს:
„მეორე ტაიმში მათ არცერთი შანსი არ ჰქონიათ, არანაირი ლოგიკური ახსნა არ მაქვს ამ შედეგის“.
თომას ტუხელმა ისაუბრა ოლე გუნარ სოლსკიაერის შესახებაც. მისი აზრით, ნორვეგიელს ყველაფრის შემოტრიალება წამებში შეუძლია, ისევე როგორც ფეხბურთელობის დროს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად არის.
„კარგია, როცა ოლე გუნარ სოლსკიაერის შესაძლებლობებს კარგად იცნობ. ის კლუბის ყველაზე წარმატებულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ოლე ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად, 30 წუთში, 20 წუთში, 10 წუთში, ან თუნდაც 5 წუთში. ეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემართება და მოტივაციაა, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.