მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ტომას მიულერი ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში საგოლე პასის ავტორი გახდა. მან შედეგიანი გადაცემა რობერტ ლევანდოვსკის მისამართით გააკეთა და ეს გახდა მისი მე-18 ასისტი მიმდინარე სეზონში. როგორც „ოპტაფრანცი“ თავის „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება, ამით მიულერმა ახალი რეკორდი დაამყარა, რადგან მანამდე 29 მატჩში 18 საგოლე გადაცემა არავის შეუსრულებია.
მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და ძირითად შემადგენლობაში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. მიმდინარე წლის აპრილში ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გააგრძელა.