ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ტომას მიულერი მიუნხენის „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

ცნობილი გერმანული გამოცემის, „ბილდის“ ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ 34 წლის ტომას მიულერთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, ის გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

მიულერი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. ამჟამად იგი გუნდის ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი სიმბოლოა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს მიმდინარე კვირის ბოლომდე მოაწერს ხელს. მიულერის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2024 წლის ივნისში სრულდება.

„რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში ტომას მიულერს 683 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მან გუნდთან ერთად ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 12-ჯერ ბუნდესლიგა მოიგო. 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.