თომას მიულერი - ლევანდოვსკი უკეთესი ვარიანტია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო
მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა, შეკითხვაზე, მსოფლიო ფეხბურთის რომელ ვარსკვლავთან ისურვებდა ერთ გუნდში თამაშს, უპასუხა, რომ ასეთი ფეხბურთელი მის გუნდში უკვე თამაშობს.
„შესაძლოა, ჩემი კარიერის პირველ წლებში ლიონელ მესისთან ერთად თამაში მერჩივნა, რადგან მაშინ უფრო თავდამსხმელი ვიყავი. ახლა კი უფრო ასისტენტი ვარ, ვიდრე დამაგვირგვინებელი და ალბათ კრიშტიანო რონალდო უფრო შემეფერება. თუმცა, ჩვენ გუნდში გვყავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ახლა უკეთესი ვარიანტია, ვიდრე რონალდო“, – მოჰყავს მიულერის სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. მიმდინარე წლის აპრილში მან კონტრაქტი თავის მშობლიურ კლუბთან 2023 წლამდე გაახანგრძლივა.