ლონდონის „ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი გახდა.
კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა დანიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ტოტენჰემმა“ ფრანკის ყოფილ კლუბს, „ბრენტფორდს“ კომპენსაციის სახით 10 მილიონი ფუნტი გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ „ტოტენჰემმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ენჯ პესტეკოგლუ. გუნდმა პრემიერლიგა მე-17 ადგილზე დაასრულა, თუმცა ევროპის ლიგა მოიგო.