საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოფიციალურად გახსნა პიონჩანგში ოლიმპიური სოფელი, – იტყობინება Yonhap. ოლიმპიურ სოფელში ეროვნული გუნდების დელეგაციის წევრები იცხოვრებენ.
სოფელი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი სამთო ნაწილში მდებარეობს და ის 3500 ადამიანს მიიღებს, მეორე – სანაპიროზე, სადაც 2700 ადამიანი იცხოვრებს.
“მოხარული ვარ მოგესალმოთ ოლიმპიურ სოფელში, რომელიც ოლიმპიური თამაშების გულს წარმოადგენს. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საუკეთესო ოლიმპიური სოფელი ოლიმპიადების ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ სპორტსმენთა საცხოვრებელი ადგილი, აქ ათლეტები შეიგრძნობენ ოლიმპიური თამაშების სულს და შეიძენენ ახალ მეგობრებს”, – განაცხადა ბახმა გახსნის ცერემონიაზე.