თომას ბახი - ტოკიოს ოლიმპიადა იაპონელი ხალხის სიამაყე გახდება
თომას ბახი - ტოკიოს ოლიმპიადა იაპონელი ხალხის სიამაყე გახდება

2021 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარება სიამაყის საბაბი გახდება იაპონელი ხალხისთვის, – ამის შესახებ ინტერვიუში განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

„ჩემი აზრით, ოლიმპიადა ტოკიოში მსოფლიოს იმედსა და რწმენას დაუბრუნებს, ასევე ის იაპონელი ხალხისთვის საამაყო მოვლენა გახდება“, – განაცხადა ბახმა.

მანვე აღნიშნა, რომ კარგად ესმის ის შეშფოთება, რასაც კორონავირუსის პანდემიისას თამაშების ჩატარება იწვევს. ბახმა განაცხადა, რომ ინფექციის გავრცელების მიუხედავად, იაპონიაში სპორტული ტურნირები მაინც ტარდება, აგრეთვე, წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინის შემუშავება და ეფექტურად მუშაობს ტესტირების მეთოდები.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშები ერთი წლით გადაიტანეს და ის 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება. ამასთან, ოლიმპიადას შეუნარჩუნდა სახელი – „ტოკიო 2020“.