ტომას ბახი - 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების უმაყურებლებოდ ჩატარება არ განიხილება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უმაყურებლებოდ არ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული „კოვიდ 19“-ის გამო, ტოკიოში ზაფხულში გასამართი ოლიმპიადა გადაიდო, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარდეს.
„ოლიმპიური თამაშები უმაყურებლებოდ – ეს ის არაა, რაც ჩვენ გვინდა, მისი სული გულშემატკივრების ერთობაში მდგომარეობს. ზუსტად ამიტომაცაა ოლიმპიადა უნიკალური მოვლენა – მთელი მსოფლიოდან ადამიანები ერთ ადგილას იყრიან თავს. ჩვენ გულშემატკივრები უნდა გავაერთიანოთ“, – მოჰყავს ბახის სიტყვები BBC-ს.