ტომას ბახი – 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების უმაყურებლებოდ ჩატარება არ განიხილება

14:51, 21.05.2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უმაყურებლებოდ არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული „კოვიდ 19“-ის გამო, ტოკიოში ზაფხულში გასამართი ოლიმპიადა გადაიდო, რომელიც, სავარაუდოდ, 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

„ოლიმპიური თამაშები უმაყურებლებოდ – ეს ის არაა, რაც ჩვენ გვინდა, მისი სული გულშემატკივრების ერთობაში მდგომარეობს. ზუსტად ამიტომაცაა ოლიმპიადა უნიკალური მოვლენა – მთელი მსოფლიოდან ადამიანები ერთ ადგილას იყრიან თავს. ჩვენ გულშემატკივრები უნდა გავაერთიანოთ“, – მოჰყავს ბახის სიტყვები BBC-ს.

მსგავსი