ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა
ტოკიოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, პროექტის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწვეული სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, დავით გოგინაშვილმა გააცნო.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქართული და იაპონური მხარეების წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართა, სადაც  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები დაიგეგმა.

ღონისძიება სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და იაპონიაში საქართველოს საელჩო ორგანიზებით გაიმართა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონი მიუზიქ ქომუნიქეიშენ“ (Sony music communication) და კომპანია „ტოპპანთან“ (TOPPAN) პარტნიორობით.